Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გაბრიელ პატარა![]()
Biographyგაბრიელ პატარა იყო X საუკუნის კალიგრაფი. მოღვაწეობდა სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთ სავანეში, შესაძლოა პარხალში. ცნობილია მის მიერ გადაწერილი რამდენიმე წიგნი: პარხლის მრავალთავი, უზარმაზარი ხელნაწერი(1310 გვერდი), რომელშიც შესულია ქართული მწერლობის უძველესი ძეგლების–შუშანიკისა და აბო თბილელის ტექსტები. კრებული ნაწერია ყავისფერი მელნით, ორ სვეტად, ლამაზი, მკაფიო ნუსხურით, ასოები მსხვილია, სამკაულები არ აქვს. საზედაო ასოების უმეტესობა შესრულებულია მელნით, ნაწილი–სინგურით. XVI საუკუნეში კრებული ჯერ კიდევ პარხლის მონასტერს ეკუთვნოდა, XVII საუკუნეში კი თურქეთიდან გამოიხსნა და განაახლა დადიანის ასულმა დედოფალთ– დედოფალმა მარიამმა. პარხლის ოთხთავი. საკითხავი და სიტყვები წმ. მამათა. ეს დიდი ფორმატის წიგნი ძლიერ დაზიანებულია. შესრულებულია სინგურით, ზოგი ასოს მოხაზულობაში შეტანილია ოდნავ შესამჩნევი ორნამენტულობა, მაგრამ მთლიანად ხელნაწერის მორთულობა ზომიერია. გაბრიელ პატარა თავისი დროის კალიგრაფიული ხელოვნების ერთი საუკეთესო წარმომადგენელი იყო. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.523
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |