შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი გორდელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1958 წელს. მისი პედაგოგები იყვნენ ს. ქობულაძე, ს. ნადარეიშვილი, კ. სანაძე. 1969 წელს აქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1958 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. მუშაობდა წიგნის ილუსტრაციებზე. ძირითადად ქმნიდა პლაკატებს, რომელთაგან აღსანიშნავია ისტორიულ და პოლიტიკურ თემებზე შექმნილი პლაკატები: "თბილისის 1500 წელი" (1957), "საშიში ბუდე" (1964), "ქალთა საერთაშორისო დღე" (1975), "ფრთხილად დედამიწაა!" (1982); ასევე შექმნილი აქვს აფიშები თეატრის სპექტაკლებისათვის და კინოფილმებისათვის, მათ შორის აღსანიშნავია: "რიჩარდ III" (1957), "მამლუქი" (1958), "მაია წყნეთელი" (1962). ქართველი გრაფიკოსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.108; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.147 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |