Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლეილა გორდელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგია-ფილოსოფიის ფაკულტეტი 1950 წელს. 1952-1956 წლებში მუშაობდა მეცნიერ მუშაკად ლენინგრადის ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტში. იგი რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. 1956-1959 წლებში სწავლობდა კინოსტუდია "მოსფილმთან" არსებულ უმაღლეს სარეჟისორო კურსებზე, პარალელურად იმავე კინოსტუდიაში რეჟისორის ასისტენტი იყო. 1959 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეჟისორია. ლ. გორდელაძის მიერ გადაღებული ფილმებიდან აღსანიშნავია: "ლევანა" (1960), "თეთრი ქალიშვილი" (1963), "ალოობა" (1967), "დაბრუნებული ღიმილი" (1968), "მოიტაცეს თამარ ქალი" (1971), "მშობლიურ ხეთა ჩრდილებში" (1974), "ბათა ქექია" (1978), "აქედანა და შენამდე" (1984), "მედუზა" (1985), "ჩემი ბოშები" (1987). სიცოცხლის ბოლო წლებში დაწერა წიგნი თავისი ცხოვრების შეასხებ – "დიდი და პატარა ამბები". აღადგინა კ. მიქაბერიძის მიერ 1929 გადაღებული შავ-თეთრი მუნჯი კინოს შედევრი, სატირული კინოკომედია "ჩემი ბებია" (1975). 1975 წელს ფილმმა "ძაღლი" ბათუმის რესპუბლიკურ ფესტივალზე ნაწარმოების საუკეთესო ეკრანიზაციის პრემია დაიმსახურა. კინორეჟისორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.108; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.39 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |