Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რამაზ შიშნიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1960 წელს. 1960-1961წწ. იყო დუშეთის სატყეო მეურნეობის სატყეოს უფროსის თანაშემწე, უფროსი; 1961-1967წწ. საგურამოს ნაკრძალის დირექტორი; 1967-1974წწ. მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის ბუნების დაცვის რესპუბლიკური კომისიის სწავლული მდივანი; 1975-1976წწ. თბილისის გამწვანების სამმართველოს მთავარი მექანიკოსის მოადგილე; 1976-1986წწ. ბოლნისის სატყეო მეურნეობის დირექტორი; 1986წ. დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე; 1987-1992წწ. საქართველოს სსრ სატყეო მეურნეობის სამინისტროს შემადგენლობაში არსებული ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის მთავარი სამმართველოს უფროსი; 1992-2003წწ. საქართველოს რესპუბლიკის დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი. გამოქვეყნებული აქვს 11 სამეცნიერო და პუბლიცისტური სტატია. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფიჭვის შიდასახეობრივი სახეცვლილებანი კავკასიაში", დაიცვა 1968 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999.-გვ. 353 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |