The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რამაზ შიშნიაშვილი

რამაზ შიშნიაშვილი
Date of birth:14 April, 1934
Date of death:2003  (at 68 years)
Category:Public official

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1960 წელს. 1960-1961წწ. იყო დუშეთის სატყეო მეურნეობის სატყეოს უფროსის თანაშემწე, უფროსი; 1961-1967წწ. საგურამოს ნაკრძალის დირექტორი; 1967-1974წწ. მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის ბუნების დაცვის რესპუბლიკური კომისიის სწავლული მდივანი; 1975-1976წწ. თბილისის გამწვანების სამმართველოს მთავარი მექანიკოსის მოადგილე; 1976-1986წწ. ბოლნისის სატყეო მეურნეობის დირექტორი; 1986წ. დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე; 1987-1992წწ. საქართველოს სსრ სატყეო მეურნეობის სამინისტროს შემადგენლობაში არსებული ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის  მთავარი სამმართველოს უფროსი; 1992-2003წწ. საქართველოს რესპუბლიკის დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი. გამოქვეყნებული აქვს 11 სამეცნიერო და პუბლიცისტური სტატია.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფიჭვის შიდასახეობრივი სახეცვლილებანი კავკასიაში", დაიცვა 1968 წელს. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999.-გვ. 353


Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი, პრეზიდიუმის წევრი

Awards and Honors

  • 1984 - საქართველოს დამსახურებული მეტყევე

Share: