The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შავლეგ შილაკაძე

შავლეგ შილაკაძე
დაბადების თარიღი:21 თებერვალი, 1940
გარდაცვ. თარიღი:25 იანვარი, 2023  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:დირიჟორი, კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთვრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტი 1963 წელს; 1968 წელს საკომპოზიციო ფაკულტეტი; 1974 წელს ქ. ლენინგრადის კონსერვატორიის სადირიჟორო ფაკულტეტი.

1959-1969წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური და კამერული ორკესტრის მსახიობი; 1969-1984წწ. თბილისის I სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი; 1976-1985წწ. ანსამბლ "თბილისის კამერატას" დამაარსებელი და მთავარი დირიჟორი; 1984-2014წწ. კონსერვატორიის დოცენტი, პროფესორი; 1988 წლიდან კამერული ორკესტრის "თბილისის კონცერტინოს" დამაარსებელი და მთავარი დირიჟორი. 1999-2002წწ. კაიროს (ეგვიპტე) ხელოვნებათა აკადემიის სიმფონიური ორკესტრის მიწვეული დირიჟორი; 2002 წელს "თბილისის მუსიკოსთა და მუსიკის მოყვარულთა კავშირის" დამაარსებელი. შექმნილი აქვს სიმფონიური, კამერული და საგუნდო ნაწარმოებები. აქტიურად ატარებდა კონცერტებს საქართველოში და საზღვარგარეთ. 2012 წელს მიღებული აქვს ჯილდო "წლის საუკეთესო ნაწარმოებისთვის".

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ. - 1998-1999. - გვ. 352; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.279; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია: facebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1973-2023)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - საქართველოს ეროვნული პრემია
  • 2000 - ღირსების ორდენი

გააზიარე: