The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გოგი გეგეჭკორი

გოგი გეგეჭკორი
Legal name:გიორგი გეგეჭკორი
Date of birth:23 February, 1923
Date of death:11 March, 2003  (at 80 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1944 წელს.

1944 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი, სადაც 120-მდე როლი შეასრულა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მ. მრევლიშვილის პიესაში "ბედი მგოსნისა"  განსახიერებული ნიკოლოზ ბარათაშვილის როლი. სპექტაკლი დიდხანს არ ჩამოსულა სცენიდან და საოცარი პოპულარობა მოუტანა მსახიობს; შემდეგ იყო დონ სეზარი ("დონ სეზარ დე ბაზანი"), მგელი ("ჭინჭრაქა"), ჰამლეტი, გლოსტერი, ბაკინგემი ("ჰამლეტი", "მეფე ლირი", "რიჩარდ მესამე") და სხვ. ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნაში" ტიგრან გულოიანის როლი ხუთასზე მეტჯერ ითამაშა. დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალს", სადაც პლატონ სამანიშვილის როლს ასრულებდა, საეტაპო მნიშვნელობა ჰქონდა რუსთაველის თეატრისათვის და უცხოეთის რამდენიმე ქვეყანაშიც წარმატებით წარმოადგინეს; მოღვაწეობდა კინოსა და ტელევიზიაში; კინოეკრანზე, ტელეფილმებში და რადიოდადგმებში 100-მდე როლი აქვს შესრულებული. გადაღებულია კინო ფილმებში: ლევანი ("ჭრიჭინა", 1954), ვახტანგი ("აბეზარა", 1956), ბესარიონი ("წარსული ზაფხული", 1959), ნესტორი ("ეთერის სიმღერა", 1956), ნიკო ("ქალის ტვირთი", 1957), მამა ("არდადეგები", 1962), ლოგიკის მასწავლებელი ("ჩემი მეგობარი ნოდარი", 1967), დირიჟორი ("ჩარი რამა", 1972), ფარმაცევტი ("ვერის უბნის მელოდიები", 1973), დათიკო ("აურზაური სალხინეთში", 1975), გალაკტიონი ("ბაკულას ღორები", 1976), ჩაჩიკა ("ნატვრის ხე", 1976), საბა ("ბათა ქექია", 1978), სანდრო კარიძე( "დათა თუთაშხია", 1978), მოსე ("კაცია ადამიანი?!", 1979), ჯანდიერი ("ფესვები", 1987), ივერთ მონასტრის ბერი ("ანთიმოზ ივერიელი", 2001) და სხვ.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. -თბ., 1996-97. -გვ.56; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3.-თბ.,1978.-გვ.30; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.90 

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    თეატრისა და კინოხელოვნების განვითარებაში, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის
  • 1966 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1955 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • საპატიო ნიშნის ორდენი (3 ორდენი)
  • კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია

Share: