The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი დანელია

გიორგი დანელია
დაბადების თარიღი:25 აგვისტო, 1930
გარდაცვ. თარიღი:4 აპრილი, 2019  (88 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ნოვოდევიჩის სასაფლაო, მოსკოვი
კატეგორია:მსახიობი, პუბლიცისტი, რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა  მოსკოვის არქიტექტურული ინსტიტუტი 1955 წელს; 1959 წელს მოსკოვის უმაღლესი სარეჟისორო კურსები. 1959 წელს მოსკოვის კინოსტუდიის "მოსფილმის" რეჟისორად იწყებს მუშაობას. მისი ყველაზე პოპულარული ფილმებია "მიმინო" (1977), "შემოდგომის მარათონი" (1980), "კინ-ძა-ძა" (1986). მის შემოქმედებას ახასიათებს ჭეშმარიტად ღრმა სატირა, გააზრებული გროტესკი, დახვეწილი ლირიზმი. კინორეჟისორი.

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.geimdb.comწიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.284

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის კინემატოგრაფიული ხელოვნების აკადემია "ნიკა", აკადემიკოსი
  • რუსეთის კინემატოგრაფიული ხელოვნების ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი
  • ტრადიციების დაცვისა და ახალი კინოს განვითარების გიორგი დანელიას ფონდი, პრეზიდენტი (2003-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1996 - რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია
  • 1989 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1984 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1981 - ძმები ვასილიევების სახელობის რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია
  • 1978 - სსრკ სახელმწიფო პრემია

გააზიარე: