Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ბუხნიკაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ხაშურის რაიონი, დაბა სურამი. დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტი 1931 წელს. მუშაობდა ამიერკავკასიის სამთო მეტალურგიის ინსტიტუტში, 1934 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის ფილიალის გეოფიზიკის ინსტიტუტში; 1937 წლამდე ეწეოდა გეოლოგიურ და გეოფიზიკურ კვლევას საქართველოს მუნიციპალიტეტებში; 1937-1953წწ. მუშაობდა საბჭოთა და პარტიულ სამუშაოზე; 1953-1972წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი; ძირითადი მეცნიერული შრომები აქვს დედამიწის ქერქისა და სასარგებლო წიაღისეულის გეოფიზიკური მეთოდებით(ელექტროძიება) კვლევის დარგში; გეოფიზიკის ინსტიტუტში მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა სეტყვის ღრუბლებზე აქტიური ზემოქმედების მეთოდებისა და ტექნიკური საშუალებების დამუშავება-დანერგვის საქმეს; 1972–1975წწ. იყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორის მოადგილე. გეოფიზიკოსი, გეოლოგიურ–მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1968). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.513 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |