The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ბუხნიკაშვილი

Date of birth:4 June, 1909
Date of death:1 May, 1983  (at 73 years)
Burial location:საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი,თბილისი
Category:Geologist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ხაშურის რაიონი, დაბა სურამი. 

დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტი 1931 წელს.

მუშაობდა ამიერკავკასიის სამთო მეტალურგიის ინსტიტუტში, 1934 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის ფილიალის გეოფიზიკის ინსტიტუტში; 1937 წლამდე ეწეოდა გეოლოგიურ და გეოფიზიკურ კვლევას საქართველოს მუნიციპალიტეტებში; 1937-1953წწ. მუშაობდა საბჭოთა და პარტიულ სამუშაოზე; 1953-1972წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი; ძირითადი მეცნიერული შრომები აქვს დედამიწის ქერქისა და სასარგებლო წიაღისეულის გეოფიზიკური მეთოდებით(ელექტროძიება) კვლევის დარგში; გეოფიზიკის ინსტიტუტში მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა სეტყვის ღრუბლებზე აქტიური ზემოქმედების მეთოდებისა და ტექნიკური საშუალებების დამუშავება-დანერგვის საქმეს; 1972–1975წწ. იყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორის მოადგილე. გეოფიზიკოსი, გეოლოგიურ–მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1968).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.513

Member of Organizations

  • საქართველოს II და III მოწვევების უმაღლესი საბჭო, დეპუტატი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი სამეცნიერო საბჭო , თავმჯდომარის მოადგილე (1975-)

Awards and Honors

  • 1979 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1969 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი

Share: