Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გუგული ბუხნიკაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა სურამი, ხაშურის რაიონი. დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი 1930 წელს; 1950 წელს კი საქართველოს რუსთაველის სახ. თეატრალური ინსტიტუტი 1950 წელს. მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში სურამსა და ხაშურში (1911-1913), თბილისის ნაძალადევის სახალხო სახლის თეატრალურ დასში (1911-1913); ბუხნიკაშვილი ერთ-ერთი დამაარსებელია საქართველოს პროლეტარულ მწერალთა ასოციაციისა (1921), საქართველოს მწერალთა კავშირისა (1932); მან ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1913 წლიდან, იუმორისტული მოთხრობებისა და სცენების გამოქვეყნებით თბილისის ჟურნალებში, 1921 წლიდან დრამატურგიას ჰკიდებს ხელს; მისი პირველი, 1921 წელს დაწერილი დრამატული ნაწარმოები - კომედია "შეშინებული ანთიმოზი", საბჭოთა თემატიკაზე შექმნილი ერთ-ერთი პირველი ქართული პიესაა; 1921-1945 წლებში მან დაწერა და გამოაქვეყნა 60-ზე მეტი იმ ეპოქის ამსახველი შინაარსის პიესა (მეტწილად კომედიური ჟანრის), რომლებიც იდგმებოდა პროფესიულ და თვითმოქმედ სცენებზე; გ. ბუხნიკაშვილის სატირული კომედია "კი, მაგრამ..." კ. მარჯანიშვილმა დადგა ქუთაისის თეატრში (1929), კომედია "ნაბიჭვარი" (გადმოკეთებული ვ. შვარკინის კომედიიდან) დადგა ა. ახმეტელმა რუსთაველის თეატრში (1934); მუშაობდა ხაშურის რევკომის მდივნად (1921), გორის სამაზრო აღმასკომის მდივნად და კპ სამაზრო კომიტეტის აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების გამგედ (1922), იყო საქართველოს და ამიერკავკასიის პირველი საბჭოთა ყრილობების დელეგატი (1922), 1923 წლიდან მუშაობდა თბილისში: თბილისის საბჭოს აღმასკომის პოლიტგანყოფილების გამგედ (1923-1926), რუსთაველის თეატრის დირექტორად (1926-1927), საქართველოს კპ ცენტრალური საკონტროლო კომისიის აღმასკომის ბიუროს გამგის მოადგილედ (1927-1929), იყო თბილისის სატირის თეატრისა და მოძრავი სასოფლო თეატრების დამაარსებელი და ხელმძღვანელი (1928-1932), საქართველოს და ამიერკავკასიის დრამატურგთა, კომპოზიტორთა და კინოსცენარისტთა საზოგადოების პასუხისმგებელი მდივანი (1928-1932), ამ საზოგადოების დამაარსებელი მ. ჯავახიშვილთან ერთად, საქართველოს ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირის გამგეობის თავმჯდომარე (1929-1932); იყო საქართველოს ხელოვნების მუშაკთა სახლის დამაარსებელი და მისი გამგეობის პირველი თავმჯდომარე (1934-1935), შემდგომ წლებში მუშაობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის დირექტორად (1932-1936); ხელოვნების მუზეუმის "მეტეხის" დირექტორად (1936-1939); 1939 წლიდან გარდაცვალებამდე იყო სათეატრო მუზეუმის, შემდგომ საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი; გ. ბუხნიკაშვილი იდგა ქართული თეატრმცოდნეობის სათავეებთან; 20-იანი წლებიდან მან ცალკე წიგნებად გამოაქვეყნა მრავალი სამეცნიერო შრომა ქართული თეატრის ისტორიისა და სსრ კავშირის ხალხთა თეატრალურ ურთიურთობებზე; პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებული აქვს 500-ზე მეტი სტატია, გამოკვლევა და რეცენზია. მისი კაპიტალური ნაშრომებია: ქართული თეატრის სარეპერტუარო მაჩვენებლები და ქართული თეატრის მატიანე (1850-1917), რომლებიც დაცულია საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში და დიდ დახმარებას უწევს ქართული თეატრის ისტორიის მკვლევართ. თეატრმცოდნე, თეატრალური მოღვაწე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.513; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.-- თბ., 2007.- გვ.53 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |