The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გუგული ბუხნიკაშვილი

Legal name:გრიგოლ ბუხნიკაშვილი
Date of birth:20 May, 1897
Date of death:30 August, 1979  (at 82 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
Category:Playwright, Writer

Biography

დაბადების ადგილი: დაბა სურამი, ხაშურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი 1930 წელს; 1950 წელს საქართველოს რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი.

1911–1913წწ. მონაწილეობდა სურამსა და ხაშურში სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში; 1916–1920წწ. იყო თბილისის ნაძალადევის სახალხო სახლის თეატრალურ დასში; 1921 წელს დააარსა პროლეტარ მწერალთა ასოციაცია; 1926–1927წწ. იყო თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრის დირექტორი; 1928–1932წწ. დააარსა თბილისის სატირისა და სასოფლო მოძრავი თეატრები  და იყო მათი ხელმძღვანელი; 1932–1936წწ. იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის დირექტორი; 1936–1939წწ. ხელოვნების მუზეუმის "მეტეხის" დირექტორი; 1939 წლიდან საქართველოს თეატრალური მუზეუმის დირექტორი; ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1914 წლიდან. დაწერილი აქვს 60–ზე მეტი პიესია. 1930 წლიდან აქვეყნებდა  მონოგრაფიებსა და გამოკვლევებს ქართული თეატრის ისტორიის საკითხებზე. მისი ნაშრომი "ქართული თეატრის მატიანე. 1850–1917"(ხელნაწერი დაცულია საქართველოს თეატრალურ მუზეუმში) შეიცავს სრულ ბიბლიოგრაფიას რევოლუციამდელი ქართული თეატრის შესახებ. თეატრმცოდნე, თეატრალური მოღვაწე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.513

Awards and Honors

  • 1950 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: