შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ხუხუტი ბღაჟბა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გუფი, ოჩამჩირის რაიონი. სხვადასხვა დროს იყო გაზეთ "აფსნი ყაფშის" რედაქტორი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დიმიტრი გულიას სახელობის აფხაზური ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი, ამავე ინსტიტუტის ლიტერატურისა და ფოლკლორის განყოფილების გამგე; 1932 წლიდან მისი გამოკვლევები იბეჭდებოდა აფხაზური ენის, ლიტერატურის, ფოლკლორის, აფხაზურ–ქართული კულტურული კავშირების შესახებ. ძირითადი ნაშრომებია: "აფხაზური ენის ბზიფური დიალექტი" (1964), "აფხაზური დამწერლობის ისტორიიდან" (1967) და სხვ. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1969). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.514 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |