The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელდარ შენგელაია

ელდარ შენგელაია
Date of birth:26 January, 1933  (91 years)
Category:Politician, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1958 წელს. 1957-1959წწ. კინოსტუდია "მოსფილმის", ხოლო 1960 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის"კინორეჟისორია; საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული მაჟორიტარი საბურთალოს საარჩევნო ოლქიდან; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1992 წელს სახელმწიფო საბჭოს წვრი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლმენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ერთობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008-2021წწ. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე; არის დამდგმელი რეჟისორი ფილმებისა: "თეთრი ქარავანი" (1964), "მიქელა" (1965), "არაჩეულებრივი გამოფენა"(1969), "შერეკილები" (1973), "სამანიშვილის დედინაცვალი" (1977), "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" (1983), "ექპრეს-ინფორმაცია"(1993), ვიდეო-ფილმისა "9 აპრილის ტრაგედია" და სხვ; სცენარის ავტორი ფილმებისა: "მიქელა", "ექპრეს-ინფორმაცია"; პროდიუსერი ფილმებისა: "სკამი", "ერთი ლეღვი გზაზე", "საშობაო საჩუქარი".

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 349; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.358

Member of Organizations

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, თავმჯდომარე (1976-1991)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის აფხაზეთის საქმეთა კომისია, წევრი (1993-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის კულტურის კომისია, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, წევრი (1993-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ლიბერალები", წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ეროვნული თანხმობის დროებითი საპარლამენტო კომისია, წევრი (2000-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატები", წევრი (2002-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "დემოკრატები", წევრი (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ცხინვალის რეგიონის პრობლემების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია, თავმჯდომარე (1999-2003)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ძველი თბილისის ისტორიულ უბნებში შენობა-ნაგებობების რესტავრაციისა და ახალი მშენებლობების კანონიერების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის თაობაზე, წევრი (2001-2004)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", წევრი (2004-2008)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)

Awards and Honors

  • 2022 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2013 - წმინდა გიორგის ოქროს ორდენი (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო)
    დიდი წვლილისა და მაღალი სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების დამკვიდრებისთვის
  • 1998 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1988 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1986 - ლენინის ორდენი
  • 1985 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1979 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1976 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1967 - საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია

Bibliography


Share: