Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გენადი ბურჭულაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1968 წელს. სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში, პედაგოგიურს ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის (ქალაქი გორი) ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე. მისი ძირითადი შრომები ეხება ლაკურ–დარგუულ და ხუნძურ–ანდიურ–დიდოურ ენათა ისტორიულ ფონეტიკას, მორფოლოგიასა და ლექსიკას. ქართული გრამატიკის საკითხებს ეძღვნება: "ინტერესის მიცემითის შესახებ ქართულში" (1978), "ერთგვარშემასმენლიანი შერწყმული წინადადების შესახებ ქართულში" (1978), და სხვ. მისი საგანგებო კვლევების საგანია იბერიულ–კავკასიურ ენათა საერთო ლექსიკა, როგორც ამ ენათა შორის რეგულარული სახის კანონზომიერი ბგერათშესატყვისობების დადგენის ერთადერთი წყარო. ქართველური და მთის იბერიულ–კავკასიურ ენათა სპეციალისტი. გამოქვეყნებული აქვს 350-მდე ნაშრომი, მათ შორის სამი მონოგრაფია. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1982), პროფესორი (1987). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სახელთა ბრუნვა ლაკურ ენაში", დაიცვა 1970 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "პიროვანი უღვლილების ჩამოყალიბება ლაკურ ენაში", დაიცვა 1981 წელს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.508; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.109 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |