The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ შენგელაია

გურამ შენგელაია
Date of birth:27 May, 1925
Date of death:2002  (at 76 years)
Category:Geologist, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1949 წელს.

1949-1961წწ. იყო გეოფიზიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი ინჟინერი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1961-1979წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების სწავლული მდივანი; 1979-1982წწ. გეოფიზიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე. 1982 წლიდან გეოფიზიკის ინსტიტუტთან არსებული სეისმური დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსი. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელი (1984).

სადოქტორო დისერტაციის თემა -"კავკასიის დედამიწის ქერქის გრავიტაციული მოდელი", დაიცვა 1982 წელს. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 348; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.46; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.194

Member of Organizations

  • აშშ-ის გეოფიზიკური საზოგადოება, წევრი (1991-)
  • ევრო-აზიის გეოფიზიკური საზოგადოება, წევრი (1994-)
  • საზოგადოება "ბაბუა", ნამდვილი წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1988-)

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1994 - მერაბ ალექსიძის სახელობის პრემია
  • 1992 - სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
    გამოქვეყნებულ შრომათა ციკლისათვის "გეოფიზიკური, გეოლოგიური და საინჟინრო ამოცანების გადაწყვეტის გრავიმეტრიული მეთოდების დამუშავება და რეალიზაცია"

Bibliography


Share: