Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი შენგელაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (მოსკოვი) 1959 წელს. 1955-1959წწ. იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობი; 1959 წლიდან რეჟისორი; არის რეჟისორი ფილმებისა: "ალავერდობა" (1963), "მაცი ხვიტია" (1965), "ფიროსმანი" (1969), "ვერის უბნის მელოდიები" (1973), "სიყვარული ყველას უნდა" (1980), "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა" (1984), "ხარება და გოგია" (1987), "სიყვარული ვენახში" (2000), "მიდიოდა მატარებელი" (2005) და სხვ; გადაღებულია ფილმებში: დათო ("ჩვენი ეზო", 1956), გიორგი ("ოთარაანთ ქვრივი", 1957), ვაჟა ("ქვიშანი დარჩებიან", 1976), გელა ("ამბავი ერთი ქალიშვილისა", 1960), გოგია ("რაც გინახავს ვეღარ ნახავ", 1965). მიღებული აქვს: ამიერკავკასიისა და უკრაინის რესპუბლიკის კინოფესტივალის დიპლომი (1966), ბერგამოს (იტალია) მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი "დრაკონი" და ფიპრეისის დიპლომი (1966), დიდი ბრიტანეთის კინოსტუდიის პრემია (1973), ჩიკაგოს მე–10 საერთაშორისო კინოფესტივალის დიდი პრიზი "ოქროს იუგო" (1974), აზოლას (იტალია) საერთაშორისო კინოფესტივალის პირველი პრემია (1974), ფინეთის ხელოვნების აკადემიის პრიზი (1975), საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია (1980), ბერლინის კინოფესტივალი "ვერცხლის დათვი", პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა" (1986), თბილისის საერთაშორისო მე-19 კინოფესტივალის პრიზი საპატიო "პრომეთე" (2018) და სხვა პრიზები. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ.,1998-1999. - გვ. 348; ეროვნული ფილმოგრაფია: web.archive.org; წიგნი ღირსებისა: ტ. 2 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 1997. - გვ.81 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |