The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ შაშკინი

ნიკოლოზ შაშკინი
Date of birth:24 September, 1941  (83 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. უმანი, უკრაინა.

დაამთავრა თბილისის ფიზკულტურის ინსტიტუტი 1964 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1970 წელს.

1971 წლიდან მუშაობას იწყებს შინაგან საქმეთა სამინისტროში; წლების მანძილზე იყო რესპუბლიკის პროკურატურაში საერთო ზედამხედველობის განყოფილების უფროსის მოადგილე; საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილე; სასამართლოზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი; 1998 წელს გადაიყვანეს ქ. თბილისის პროკურატურაში, სადაც მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. არის იუსტიციის უფროსი მრჩეველი; 1999 წელს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით მიენიჭა უმაღლესი საკვალიფიკაციო კლასის მოსამართლის საკლასო ჩინი; 1996 წლის 2 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა დანიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად; 1999 წლის 22 ნოემბრიდან 2004 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით არჩეული იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნად.

 წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ.,1998-1999. - გვ. 347; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო: constcourt.geწიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ. 338

Member of Organizations

  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, მდივანი (1999-2004)
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, წევრი (1996-)

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების ორდენი

Share: