Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარინე ბოგველიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს. 1972–1973წწ. იყო თელავისა და რუსთავის სასწრაფო დახმარების ექიმი; 1973–1975წწ. ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1975–1985წწ. უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1985 წლიდან უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1996 წლიდან კი ამავე ინსტიტუტის კლინიკურ–დისპანსერული სამეცნიერო განყოფილების წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 53 სამეცნიერო ნაშრომის კლინიკური და ექსპერიმენტული ჰემოსტაზიოლოგიის საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია. 1994–1996წწ. სამეცნიერო–პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევდა კლინიკურ ორდინატორებს. ექიმი–ჰემატოლოგ–ტრანსფუზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰეპატო–ლიენური სისტემის როლი თრომბოციტოპიების რეგულაციის მექანიზმში", დაიცვა 1980 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "მედიკო–სოციალური რეაბილიტაცია, პროგნოზი და სიცოცხლის ხანგრძლივობა მიელოპიოლიფერაციული დაავადებების დროს", დაიცვა 1993 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.42 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |