The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თენგიზ შარმანაშვილი

თენგიზ შარმანაშვილი
Date of birth:12 August, 1964  (60 years)
Category:Diplomat, Public official, Lawyer, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1986 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი - 1996 წელს.

1986-1992წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1992 წელს - სახელმწიფო კანცელარია, განყოფილების გამგე; 1993-1995წწ. - ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 2000 წელს - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი; 2000-2004წწ. - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი; 2004-2005წწ. - თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე; 2005-2006წწ. - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, სპეციალისტი; 2006-2009წწ. - UNDP-ის პროექტის ექსპერტი; 2009-2010წწ. - საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი; 2011-2016წწ. - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში; 2016 წელს - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობისა და საარჩევნო დავების განყოფილების შტატგარეშე მოსამსახურე. 1995-1999წწ. - საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: პოლიტიკური ორგანიზაცია "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" (ედპ), საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 2023-2024წწ. - საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო". 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.  მინიჭებული აქვს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის წოდება (2002) და სრულუფლებიანი და საგანგებო დესპანის დიპლომატიური რანგი.

წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 356; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.168

Member of Organizations

  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, წევრი (2000-2004)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2023-2024)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი, თავმჯდომარის მოადგილე (2023-2024)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2023-2024)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2023-2024)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტი, წევრი (1996-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტი, წევრი (1995-1995)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ეროვნულ-დემოკრატი", წევრი (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "სახალხო", წევრი (1997-1999)

Share: