The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თენგიზ შარმანაშვილი

თენგიზ შარმანაშვილი
Date of birth:12 August, 1964  (59 years)
Category:Diplomat, Lawyer, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1986 წელს; 1996 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1986-1995წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ თანამშრომელი; სახელმწიფო კანცელარიის საერთაშორისი ურთიერთობათა და ადამიანის უფლებათა დაცვის განყოფილების წამყვანი სახელმწიფო მრჩევლის მოვალეობის შემსრულებელი (1992); 1992-1993წწ. სახელმწიფო კანცელარიის ეროვნებათშორისი ურთიერთობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის განყოფილების გამგე - მთავარი სახელმწიფო მრჩევლის მოვალეობის შემსრულებელი; 1993-1995წწ. ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - ეროვნებების საქმეთა სამმართველოს უფროსი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: პოლიტიკური ორგანიზაცია "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" (ედპ), საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო, თავმჯდომარის თანაშემწე (2000); საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი, მთავარი კონსულტანტის მოვალეობის შემსრულებელი (2000); 2004-2005წწ. თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე; 2005-2006წწ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სამსახურის სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი; 2006-2009წწ. სსიპ. "ეფექტიანი მმართველობისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი" - ექსპერტი; 2009-2010წწ. საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი; 2011-2016წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სიმხეთის რესპუბლიკაში; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობისა და საარჩევნო დავების განყოფილების შტატგარეშე მოსამსახურე (2016). 2016 წლიდან მუშაობს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლად; 2016 წელს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობისა და საარჩევნო დავების განყოფილების შტატგარეშე მოსამსახურე; 2023 წლიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო";  მინიჭებული აქვს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის წოდება (2002) და სრულუფლებიანი და საგანგებო დესპანის დიპლომატიური რანგი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 356; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.168; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

Member of Organizations

  • საქართველოს იუსტიციის საბჭო, წევრი (2000-2004)
  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, წევრი (2004-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი, თავმჯდომარის მოადგილე (2023-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2023-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2023-)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტი, წევრი (1996-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტი, წევრი (1995-1995)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ეროვნულ-დემოკრატი", წევრი (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "სახალხო", წევრი (1997-1999)

Share: