The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაურ ყრუაშვილი

ზაურ ყრუაშვილი
დაბადების თარიღი:6 ოქტომბერი, 1932
გარდაცვ. თარიღი:2000  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ამბროლაურის რაიონი, სოფელი ხოტევი.

დაამთავრა ქ. მოსკოვის მეტალურგიის ინსტიტუტი 1956 წელს.

1968-1977წწ. იყო რუსთავის სამეცნიერო-საწარმოო ინსტიტუტ "ავტომატმრეწვის" გენერალური დირექტორი; 1977 წლიდან "ანალიტხელსაწყოს" გენერალური დირექტორი. არის 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის, 60-მდე გამოგონების ავტორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მეტალის ავტომატიზირებული გახურება", დაიცვა 1975 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 341

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საერთაშორისო ინფორმატიზაციის აკადემია, წევრი (1994-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1983-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი (1996-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • რესპუბლიკის საპატიო ინჟინერი
  • რესპუბლიკის საპატიო გამომგონებელი

გააზიარე: