Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ყიფშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1970–1971წწ. სწავლობდა თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, შემდეგ გადავიდა მოსკოვში და 1976 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი (გერასიმოვასა და მაკაროვის სახელოსნო). 1976 წლიდან არის კინომსახიობთა თეატრისა და კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობი. მონაწილეობდა 50-ზე მეტ ფილმში, მათ შორის: "როცა აყვავდა ნუში", "სურამის ციხე", "ბრავო, ალბერ ლოლიშ!", "ნეილონის ნაძვის ხე", "დონ კიხოტი", "მარტოხელა მონადირე", "წუთისოფელი", "ამბავი სურამის ციხისა" და სხვ., აგრეთვე სპექტაკლებში: "შუშანიკის წამება", "ჩვენი პატარა ქალაქი", "მამა", "ზაფხულის ღამის სიზმარი" და სხვ. მიღებული აქვს 1997 - რუსეთის კინოაკადემიის მთავარი პრიზი "Ника", მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შრულებისთვის (1997), რუსთავის თატრალური ფესტივალის გრან-პრი. კინოსა და თეატრის მსახიობი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 339; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |