The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ბურჯანაძე

თამარ ბურჯანაძე
დაბადების თარიღი:1 ივლისი, 1920
გარდაცვ. თარიღი:21 ივნისი, 2000  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.  

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1942 წელს.

1943 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის ქალთა მე–7 სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად; 1945 წლიდან იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თბილისის ვაჟთა მე–7 სკოლაში; 1954 წლიდან მუშაობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის 53–ე  საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელად; უფროსი მასწავლებელი (1986), მასწავლებელ-მეთოდისტი (1991). მისი პედაგოგიური წერილები ქვეყნდებოდა ქართულ ჟურნალ–გაზეთებში. იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მეთოდგაერთიანებების ხელმძღვანელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.509; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.215

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი პირადი წვლილისა, ნაყოფიერი პედაგოგიური და აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1990 - საქართველოს სახალხო მასწავლებელი
  • 1974 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

ბიბლიოგრაფია

  • ქართული ენა : მე-3 კლასის ძირითადი სახელმძღვანელო (თანაავტორი). - თბილისი, შპს "ფორმა", 2004. - 136გვ.

გააზიარე: