შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ბურჯანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1942 წელს. 1943 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის ქალთა მე–7 სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად; 1945 წლიდან იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თბილისის ვაჟთა მე–7 სკოლაში; 1954 წლიდან მუშაობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის 53–ე საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელად; უფროსი მასწავლებელი (1986), მასწავლებელ-მეთოდისტი (1991). მისი პედაგოგიური წერილები ქვეყნდებოდა ქართულ ჟურნალ–გაზეთებში. იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მეთოდგაერთიანებების ხელმძღვანელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.509; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.215 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |