The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეილა ბოჭორიშვილი

დაბადების თარიღი:1 მარტი, 1934  (91 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1955 წელს.

1955–1959წწ. მუშობდა ათონსა და გუდაუთაში; 1959–1962წწ. იყო კურორტოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ორდინატორი; 1962 წლიდან  ამავე ინსტიტუტის თანამშრომელი; 1969 წლიდან კარდიოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; ავტორია 56 სამეცნიერო ნაშრომის, ძირითადად ეპიდემიოლოგიაში. სამედიცინო ინსტიტუტ "განთიადში" კითხულობდა ლექციებს კარდიოლოგიასა და პროპედევტიკაში. ექიმი–თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ათეროსკლეროზით დაავადებულ ავადმყოფთა მკურნალობა თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე და მენჯის კურორტის პირობებში".

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.44

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თერაპევტთა და კურორტოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • კარდიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის ვეტერანის მედალი

გააზიარე: