The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ ბოხუა

მერაბ ბოხუა
დაბადების თარიღი:18 მაისი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი ქ. გუდაუთა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს.

1976–1996წწ. მუშაობდა თერაპიის ინსტიტუტიში; 1996 წლიდან სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის თერაპიული დეპარტამენტის დირექტორი; ავტორია 180 სამეცნიერო ნაშრომის, 50 გამოგონების კარდიოლოგიის აქტუალურ საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია. ექიმი–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი. მიღებული აქვს დამსახურებული გამომგონებლის წოდება (1987).

საკანდიდატო დისერტაციის თემა -"Тахисистолия и электрокардиостимуляция в условиях острой ищемии миокарда", დაიცვა 1982 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "Клинико экспериментальное обоснование исследования лучей гелии-неонового лазера для лечения больных инфарктом миокарда", დაიცვა 1990 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.45; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.165

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1995 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • 1989 - სსრკ სახელმწიფო პრემია

გააზიარე: