შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ბუიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ვორონეჟი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1956 წელს. 1959–1962წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში; 1962–1966წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტში; 1966–1973წწ. ნახევრადგამტარული ხელსაწყოების ფიზიკის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში. 1973 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში. მისი შრომები ეხება პარამაგნიტური სპინური სისტემის სტატისტიკურ თეორიას. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.490 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |