The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თემურ ყვითელაშვილი

თემურ ყვითელაშვილი
Date of birth:4 July, 1960  (63 years)
Category:Composer, Singer, Musician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვირტუოზი გიტარისტი, კომპოზიტორი, მომღერალი, არანჟირებების ავტორი თემურ ყვითელაშვილი არის თვითნასწავლი გიტარისტი. იგი მუსიკალური განათლების გარეშე დამოუკიდებლად დაეუფლა გიტარაზე დაკვრას და გამოიმუშავა გიტარაზე დაკვრის საკუთარი სტილი; არის პირველი ქართველი გიტარისტი საქართველოში, რომელმაც 1975 წლიდან დაიწყო ქართული კლასიკური და თანამედროვე მუსიკის დამუშავება და ტრანსკრიპციების შექმნა ელექტრო გიტარისთვის; აგრეთვე შექმნა ტრანსკრიპციები და დაამუშავა ელექტრო გიტარისთვის მსოფლიო კლასიკოსების: ბახის, მოცარტის, პაგანინის, შუბერტის, რიმსკი-კორსაკოვის, შოპენის და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებები; არის პირველი ინსტრუმენტალისტი საქართველოში, რომელმაც ჩაატარა სოლო კონცერტი თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში; სოლო კარიერის პარალელურად თანამშრომლობდა ცნობილ და აღიარებულ ინსტრუმენტალისტებთან, ვოკალისტებთან და ანსამბლებთან როგორც საქართველოში, ისე ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ; 1985 წლიდან უკვე ითვლებოდა ერთ-ერთ საუკეთესო გიტარისტად ყოფილი საბჭოთა კავშირის და ბალტიისპირეთის ქვეყნების ტერიტორიაზე; მრავალი წლის განმავლობაში იყო და არის მსოფლიოში ცნობილი და პრესტიჟული გიტარების და მუსიკალური აღჭურვილობის ბრენდების სახე, მას ყოველწლიურად იწვევენ ისეთ პრესტიჟულ გამოფენებზე როგორებიც არის: "NAMM Show", "NAMM Musikmesse", "Moscow - Music "; მისი მუსიკა და კონცერტები ხშირად გადაიცემა რადიოთი და ტელევიზიით; საქართველოს საზოგადოებრივ ტელევიზიაში იყო ავტორი და წამყვანი გადაცემის: "თანამედროვე მსოფლიო საგიტარო ხელოვნება", რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა; თ. ყვითელაშვილის სახელი შეტანილია ბიოგრაფიულ ცნობარსა და ენციკლოპედიაში: "ვინ ვინაა საქართველოში", "საქართველოს მუსიკალური ენციკლოპედია"; მის მიერ შესრულებული რამდენიმე კომპოზიცია შესულია მსოფლიოს საუკეთესო გიტარისტების აუდიო კრებულებში და გამოცემულია CD-ის სახით; სოლო კონცერტებით და მასტერკლასებით გასტროლებზე იმყოფებოდა ისეთ ქვეყნებში როგორიც არის: აშშ, კანადა, ინგლისი, ავსტრალია, იაპონია, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, ისრაელი, ავსტრია, ბელგია, შვედეთი, რუსეთი, გერმანია, უკრაინა, ყაზახეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები და მრავალი სხვა; სოლო კონცერტები აქვს ჩატარებული ისეთ პრესტიჟულ დარბაზებში როგორებიც არის: "Carnegie Hall ", "Birdland ", "The Baked Potato ", "La Ve Lee", "Дом Музыки ", "Iridium " და მრავალი სხვა; სპეციალური სტუმრის სტატუსით გამოდიოდა ისეთ ლეგენდარულ გიტარისტებთან ერთად როგორებიც არიან: Allan Holdsworth,  Les Paul , Scott Henderson, Tommy Emmanuel, Michael Angelo Batio და სხვა. თ. ყვითელაშვილს ჩაწერილი აქვს 9 სოლო ალბომი. 2022 წლის 22 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის წინ საზეიმოდ გაიხსნა თემურ ყვითელაშვილის სახელობითი ვარსკვლავი.

წყარო: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 338; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ.507; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.283

Awards and Honors

  • 2019 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს "საპატიო სიგელი"
  • 2018 - ისრაელის სახელმწიფოს "საპატიო სიგელი "
  • 2013 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2013 - ახალციხის საპატიო მოქალაქე
  • 2004 - მსოფლიო რეკორდი -"გინესის რეკორდების წიგნი " (ქ. ანგარსკი, რუსეთი)
    30 საათი შეუჩერებელი დაკვრა გიტარაზე
  • 1998 - ღირსების ორდენი
    • თანამედროვე ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის
  • 1996 - საქართველოს საუკეთესო ინსტრუმენტალისტი
  • 1994 - წლის საუკეთესო გიტარისტი, ნომინაცია "ფიუჟენ" ("Fusion") (ქ. ლოს ანჯელესი, აშშ)

Share: