შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ ყაჭეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი 1970 წელს. 1966-1972წწ. იყო თბილისის გამწვანების მეურნეობის ტრესტის თანამშრომელი; 1972-1986წწ. დამზადების სამინისტროს თანამშრომელი; 1986 წლიდან პურპროდუქტების სამინისტროს შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის სამმართველოს უფროსი; 1993-1996წწ. კომერციული ცენტრის - "საქართველოს პურის" დირექტორი; 1996 წლიდან შპს "საქპურსერვისის" გენერალური დირექტორი; 1997 წლიდან სამტრედიის რაიონის გამგეობის თავმჯდომარე. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 338
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |