The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თემურ ყაზარაშვილი

თემურ ყაზარაშვილი
დაბადების თარიღი:7 დეკემბერი, 1959  (64 წლის)
კატეგორია:მწვრთნელი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მატანი, ახმეტის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი 1981 წელს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1987 წელს.

გამოირჩეოდა ჩინებული ტექნიკით, მიზანსწრაფულობით, შრომისუნარიანობით: 1986-1987წწ. იყო საქართველოს ნაკრების უფროსი მწვრთნელი; 1990-1994წწ. - სპორტსაზოგადოება "მართვეს" ჭიდაობის სკოლის დირექტორი; 1994 წლიდან საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი; ქართველი მოჭიდავე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.907; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.330

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სპორტსმენთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1994 - საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი
  • 1989 - საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი
  • 1984 - სსრკ თასის მფლობელი
  • 1983 - მსოფლიო ჩემპიონი
  • 1982 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
  • 1981 - მსოფლიო უნივერსიადა
  • 1980 - მსოფლიო თასის მფლობელი
  • 1979 - მსოფლიო ჩემპიოი, ახალგაზრდებს შორის

გააზიარე: