შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ბულეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზეტაფონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის გეოლოგიური განყოფილება 1932 წელს; ასპირანტურა 1941 წელს. 1932–1935წწ. მუშაობდა საკავშირო სუბტროპიკულ ინსტიტუტში (ოზურგეთი); 1935–1938წწ. ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, 1941–1956წწ. ტრესტ "საქნავთობში"; 1956–1978წწ. იყო ნავთობის საკავშირო სამეცნიერო–კვლევითი გეოლოგიურ–საძიებო ინსტიტუტის საქართველოს განყოფილების გამგე; 1978–1986წწ. გეოლოგიური განყოფილების გამგე, 1986 წლიდან მთავარი მეცნიერ–თანამშრომელი; 1966–1970წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. წლების განმავლობაშიო იყო საქართველოს, აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, სტრატოგრაფიული კომიტეტის მუდმივი წევრი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გეოლოგიურ–მინერალოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1941), გეოლოგიურ–მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1968). 150-დე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მისი უშუალო მონაწილეობით დამუშავდა 21 დისერტაცია. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.491; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 52-53 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |