შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თედო ისაკაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1989 წელს. 1990 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი; აქვეყნებდა სტატიებს ფილოლოგიის, მითოლოგიისა და ხელოვნების საკითხებზე; 1995-1999წწ. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში (გუბერნატორი); 1999-2002წწ. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე (ვიცე-პრემიერ მინისტრი). 2011 წლიდან კომპანიების "ისტერნ ენტერფრაიზ გრუპ"-სა და "კინგ ენტერფრაისის ჯი"-ს პრეზიდენტი. საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. -თბ., 1996-97. -გვ.98 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |