The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თინათინ ბურბუთაშვილი

თინათინ ბურბუთაშვილი
Date of birth:24 July, 1921
Date of death:18 May, 1978  (at 56 years)
Burial location:თელავი
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მუხრანი, მცხეთის რაიონი.

1943 წელს დაამთავრა თბილისის კინომსახიობთა სკოლა, 1972 წელს თელავის პედაგოგიური ინსტიტუტი.

1943–1949წწ. იყო ხაშურის თეატრის, 1949–1978წწ. თელავის სახელმწიფო  თეატრის მსახიობი; მუშაობდა პედაგოგად თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ბეატრიჩე(გოლდონის "ორი ბატონის მსახური"), სალომე-კინტო(წერეთლის "კინტო"), ხანუმა(ა. ცაგარლის "ხანუმა"), მარფა(დარასელის "კიკვიე"), ვანა(ი. ჯავახიშვილისა და ა. აბშილავას "ვაზისუბნელი ძმაბიჭები"), ჯემა(ვოინიჩის "კრაზანას" მიხედვით), ლარისა(ოსტროვსკის "უმზითვო"), დედა(გარსია ლორკას "სისხლიანი ქორწილი"). გადაღებულია კინოფილმებში: გოგონა("ჯურღაის ფარი"), შეთეს დედა("ნატვრის ხე") და სხვ. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.506

Awards and Honors

  • 1974 - საქართველოს სახალხო არტისტი

Share: