| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ფელიქს ღლონტი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ლენინგრადის კონსერვატორიის საკომპოზიციო ფაკულტეტი 1954 წელს; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია - 1954 წელს. 1978 წლიდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგია. მისი შემოქმედების ძირითადი სფეროებია სიმფონიური და სათეატრო მუსიკა. მისი ნაწარმოებებია: 12 მონუმენტური სიმფონია, 2 მონუმენტური ოპერა ("იბერიელები", "კლეოპატრა"), ბალეტი ("განთიადი"), მრავალი ინსტრუმენტული (საფორტეპიანო, სავიოლინო, სავიოლონჩელო) კონცერტი, სიმებიანი კვარტეტები, მუსიკა კინოფილმებისათვის და სხვ. იგი აქტიურად მოღვაწეობდა, როგორც საოპერო, ისე ვოკალურ-ინსტრუმენტალურ ჟანრში. პირველად კომპოზიტორის ნაწარმოები-საფორტეპიანო კონცერტი საზოგადოებისთვის 1954 წელს გახდა ცნობილი და შემოქმედს სახალხო აღიარება მოუტანა. პირველი წარმატება კი საერთაშორისო ასპარეზზე კომპოზიტორმა 1961 წელს, ბრიუსელში გამართულ კონცერტზე მოიპოვა, სადაც მისი "რომანტიკული სიმფონია" შესრულდა. მიღებული აქვს საქართველოს მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო პრემია, აშშ-ის ფირმა Power Station-ის პრემია, საკავშირო პრემია, ბალეტისათვის "განთიადი" (1967), პროკოფიევის სახელობის კომპოზიტორთა III საერთაშორისო კონკურსის I პრემია (1999). წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - თბ. –1998-1999. -გვ.333; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.58; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015.–გვ.500; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.375; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

