შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ კაკულია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით 1988 წელს. დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით 1988 წელს. 1987-1991წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტი, მასწავლებელი, დოცენტი; 1988-1989წწ. სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციისა და ტექნიკურ-ეკონომიკურ გამოკვლევათა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ეკონომიკის მართვის ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილების გამგე; 1989-1990წწ. ავსტრიულ ბანკში "ცენტრალურ შპარკასსე უნდ" (ვენა) სტაჟიორი; 1992-1993წწ. საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო-ეკონომიკური სამმართველოს უფროსი; 2000-2005წწ. შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მმართველი საქართველოდან და საერთაშორისო საანგარიშსწორებო სისტემა SWIFT-ის ეროვნული კოორდინატორი (1997-2005); 2002-2004წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმსიფო უნივერსიტეტის დოცენტი და პროფესორი; 2005- 2010წწ. იგი მუშაობდა ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAC) მთავარ ეკონომიკურ ექსპერტად და ჟურნალ "საქართველოს ეკონომიკური ტენდენციების" მთავარ რედაქტორად; 2005 წლიდან არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2013 წლიდან ფინანსური სტაბილურობისა და კონკურენტუნარიანობის კვლევის ცენტრის დირექტორი; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამართლისა და პოლიტიკის სკოლის პროფესორი. მისი მეცნიერული პუბლიკაციები ეხება მაკროეკონომიკის, მონეტარული პოლიტიკის, საბანკო სექტორის განვითარების, სავაჭრო პოლიტიკის, საერთაშორისო ეკონომიკისა და სხვა საკითხებს. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კაპიტალის საერთაშორისო ცენტრალიზაციის ფორმები და წინააღმდეგობანი", დაიცვა 1986 წელს; სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 2002 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. -თბ., 1996-97. -გვ.102; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის: gipa.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |