შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ გოცაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ჭიათურის რაიონი, სოფელი ბიღა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტი 1951 წელს. 1951 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკდემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში; 1973 წლიდან გარდაცვალებამე იყო რეგიონალური სეისმოლოგიის განყოფილების გამგე; დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს სეისმური სადგურების ქსელის ეფექტიანობის დადგენასა და განსაკუთრებით სეისმური ობსერვატორიის "თბილისის" დაარსებაში (1976); მისი უშუალო მონაწილეობით შეიქმნა კავკასიის მიწისძვრათა საინფორმაციო–საძიებო კომპიუტერული სისტემა და საქართველოს ტერიტორიული სეისმური დარაიონების ნორმატიული რუკა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; გეოფიზიკოსი, ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1985). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.128 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |