The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ ქუთათელაძე

ვახტანგ ქუთათელაძე
Date of birth:8 October, 1955  (68 years)
Category:Public official, Engineer, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: დაბა აბასთუმანი.

დაამთავრა სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის საწარმოო დანადგარების ავტომატიზაციის ფაკულტეტი 1977 წელს. 1980 წლიდან მუშაობდა უშიშროების სამინისტროს სხვადასხვა თანამდებობაზე; 1994-1998წწ. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი; 1998-2001წწ. საქართველოს უშიშროების მინისტრი; 2001 წლის 31 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე მან გადადგომის თაობაზე განაცხადა; გავრცელებული ინფორმაციით მისი გადადგომა დაკავშირებული იყო დამოუკიდებელი ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის ოფისში 30 ოქტომბერს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამშრომელთა შესვლისა და ფინანსური დოკუმენტაციის ამოღების მცდელობის გამო; პრეზიდენტმა ვ. ქუთათელაძის განცხადება დააკმაყოფილა; 1996-2004წწ. იყო საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი; 2001 წლის შემდეგ დასაქმებული იყო კერძო ბიზნესში; გენერალ-ლეიტენანტი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - თბ, – 1998-1999. - გვ. 331; XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები /თუშურაშვილი ო., ჯახუა ი. - თბ., 2013. - გვ.132-133; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.289

Awards and Honors

  • 1998 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
    1998 წლის 9 თებერვალს ქ. თბილისში განხორციელებული ტერორისტული აქტის დროს გამოჩენილი მამაცობის, თავდადებისა და გაბედული მოქმედებისათვის

Share: