The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სოსო ქოიავა

სოსო ქოიავა
Legal name:იოსებ ქოიავა
Date of birth:14 February, 1933  (92 years)
Category:Public official, Sculptor, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. აბაშა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქანდაკების სპეციალობით.

1959-1964წწ. იყო თბილისის მ. თოიძის სახელობის პროფტექნიკური სასწავლებლის პედაგოგი, 1964-1974წწ. დირექტორის მოადგილე; 1973-1979წწ. დირექტორი; 1979-1988წწ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ლითონის მხატვრული დამუშავების კათედრის გამგე; 1989-1992წწ. პრორექტორი სასწავლო დარგში, 1993-2003წწ. რექტორი. მუშაობს ქანდაკებაზე და ჭედურ ხელოვნებაში; არის ავტორი ქმნილებებისა: "ჩაის პლანტაცია (ჭედური, ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი), "აღორძინება" (ქანდაკება, ქუთაისი), "საქართველოს სიუხვე და ხელოვნება" (რელიეფური პანო, "მეტროს სადგური 2") და სხვ. მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში 36 ქვეყანაში, 1994 და 1997წწ. ჰქონდა პერსონალური გამოფენები. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის მინისტრთა საბჭოს "ხუთწლედის მატიანეს" პრემია.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ.329; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.281

Member of Organizations

  • საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1998-)

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • საქართველოს კომკავშირის პრემია
  • საქართველოს დამსახურებული მხატვარი

Share: