Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი გოცირიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. განჯა, აზერბაიჯანი. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკური ფაკულტეტი, სპეციალობით ინჟინერ-მექანიკოსი 1923 წელს. მუშაობდა საქართველოს "მეტალოტრესტის" საწარმოებში; 1935 წლიდან - თბილისის 26 კომისრის სახელობის ქარხნის მთავარი ინჟინერი; 1945-1959წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლითონსაჭრელი ჩარხების კათედრის გამგე. მის მიერ შემუშავებული ამძრავების კინემატიკური გაანგარიშების განზოგადებულ მეთოდსა და ფორმულებს იყენებდნენ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები, საპროექტო–საკონსტრუქტორო ორგანიზაციები და ჩარხსაშენებელი ქარხნები; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. საქართველოში დაზგათმშენებლობის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1957). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.129; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.208
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |