The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით გოცირიძე

დავით გოცირიძე
დაბადების თარიღი:30 მარტი, 1952
გარდაცვ. თარიღი:14 იანვარი, 2022  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1974 წელს.

1978 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1987-2006წწ. იყო რუსული ენის კათედრის გამგე; 2006-2009წწ. მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2009 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ–მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი; მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფეროა – ზოგადი ენათმეცნიერება, კომუნიკაციის თეორია, თარგმანის თეორია და ისტორია; არის რამდენიმე პროფესიული სამეცნიერო საზოგადოების წევრი, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ; ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1987), პროფესორი (1989).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.129

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1984 - ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემია, მონოგრაფიისათვის "ნარკვევები რუსული გრამატიკული აზრის ისტორიიდან"

გააზიარე: