The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოსო ბუაჩიძე

სოსო ბუაჩიძე
ოფიციალური სახელი:თედორე ბუაჩიძე
დაბადების თარიღი:1900
გარდაცვ. თარიღი:1937  (37 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ხარაგაული.

სწავლობდა ქუთაისში, შემდეგ ხონის საოსტატო სემინარიაში; 1918-1920წწ. მუშაობდა პარტიულ ორგანიზატორად  შორაპნისა და გორის მაზრებში, მონაწილეობდა სამხრეთ ოსეთში 1919 წლის ოქტომბრის  შეიარაღებული აჯანყების მომზადებაში, რისთვისაც დააპატიმრეს და 1920 წელს ბაქოში გაასახლეს. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1921 წლის აპრილიდან მუშაობდა პარტიის თელავის სამაზრო კომიტეტის პასუხისმგებელ მდივნად და საორგანიზაციო განყოფილების გამგედ. 1922 წლიდან სამხედრო სამსახურში იყო(ბათუმში, ქუთაისში, თბილისში, ბაქოსა და სხვა ქალაქებში). 1924-1928წწ. სწავლობდა მოსკოვის ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში, შემდეგ იყო ქართველ მსროლელთა დივიზიის სამხედრო კომისარი და პოლიტიკური განყოფილების უფროსი, ხოლო 1931 წლიდან ფრუნზეს სახელობის მეორე ქართველ მსროლელთა დივიზიის მეთაური და სამხედრო კომისარი. რეპრერისებული. სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულია.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.487

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საკავშირო კომუნისტური პარტიის XVI და XVII ყრილობები, დელეგატი
  • საქართველოს კომუნისტური პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტი, წევრი
  • საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი
  • სსრკ ცაკი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: