შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ქაშიბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხონი. დაამთავრა ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკის ფაკულტეტი 1982 წელს. 1982-1984წწ. იყო ჩაის ფაბრიკების გაერთიანების ინჟინერი; 1985-1987წწ. კომკავშირის რაიონული კომიტეტის განთავისუფლებული მდივანი; 1987-1989წწ. სახალხო კონტროლის რაიონული კომიტეტის ინსპექტორი; 1989-1991წწ. რაიონული საბჭოს აღმასკომის წამყვანი სპეციალისტი; 1991-1992წწ. ხონის რაიონის პრეფექტი; 1992-1995წწ. ხონის რაიონის გამგეობის განყოფილების გამგე; 1995-1997წწ. ხონის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1997 წლიდან ხონის რაიონის გამგებელი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ.,1998-1999. - გვ. 326 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |