შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ ბუაჩიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ფარცხნალი, ხარაგაულის რაიონი (შორაპნის მაზრა). დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტი 1934 წელს. მუშაობდა "აჭარჰესის" მშენებლობაზე, 1938 წელს იყო "თბილჰიდროენერგოპროექტის" საინჟინრო–გეოლოგიური განყოფილების გამგე; 1951 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი, 1954–1974წწ. ჰიდროგეოლოგიური და საინჟინრო გეოლოგიის კათედრის გამგე, 1958–1973წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიური სექტორის დირექტორი; 1973 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდროგელოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი სექტორის დირექტორი, 1989 წლიდან დირექტორის მრჩეველი. შეადგინა საქართველოს ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო-გეოლოგიის რუკები და დარაიონების სქემები, გამოჰყო საქართველოს ტერიტორიაზე არტეზიული აუზების გავრცელების არეები; ფასდაუდებელია მისი წვლილი თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის საინჟინრო-გეოლოგიური დასაბუთების საქმეში. მეტროპოლიტენის პროექტის განხორციელებამ დაადასტურა მის მიერ გამოთქმულ პროგნოზთა სისწორე; მისი ავტორობითა და თანაავტორობით გამოიცა საინჟინრო გეოლოგიასა და ჰიდროგეოლოგიაში 7 მონოგრაფია, მათ შორის ერთი - ინგლისურ ენაზე; გამოქვეყნებული აქვს მეცნიერული შრომები, აშშ-ს, იტალიის, რუსეთის, უკრაინის, იაპონიის, ინგლისის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების პოპულარულ სამეცნიერო ჟურნალებში; შედგენილი აქვს 200-ზე მეტი დიდი პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური დასკვნა ქვეყნის სხვადასხვა ტიპის ნაგებობათა მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მდგრადობის უზრუნველყოფის შენარჩუნების მიზნით; გეოლოგიურ–მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1951). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.487; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.128; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 49-52 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |