The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლეილა გოცირიძე-გიორგაძე

ლეილა გოცირიძე-გიორგაძე
Legal name:ლეილა გოცირიძე
Date of birth:13 March, 1924
Date of death:30 November, 1998  (at 74 years)
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 1947 წელს.

1948-1972წწ. იყო თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი (მეცო–სოპრანო); 1976 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის IV მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(ვოკალი); 1978–1980წწ. შ. რუსთაველი სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი, 1980 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორის პედაგოგი (ვოკალი); მის რეპერტუარში იყო, ქართული: დედოფალი ნათელა, ნენო (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "ლატავრა"), დარეჯან–დედოფალი (მ. ბალანჩივაძე "დარეჯან–ცბიერი"), დედა (შ. მშველიძე "დიდოსტატის მარჯვენა"), ცისანა (ა. ბალანჩივაძე "მზია"), თავადის ქალი მაია (ა. შავერზაშვილი "ახალი ნაპირებისკენ"); სხვა რეპერტუარი: აზუჩენა, ამნერისი, ემილია (ვერდი "ტრუბადური", "აიდა", "ოტელო"), კარმენი (ბიზე "კარმენი"), პოლინა, ჟანა დ'არკი (პ. ჩაიკოვსკი "პიკის ქალი", "ორლეანელი ქალწული"), მარინა მნიშეკ (მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"), ლიუბაშა (რიმსკი–კორსაკოვი "მეფის საცოლე"), სოლომია (დანკევიჩი "ბოგდან ხმელნიცკი"), ხივრია (პროკოფიევი "სიმიონ კოტკო"); წარმატებით გამოდიოდა კამერული მუსიკის კონცერტებში; გასტროლებით შემოიარა: სსრკ, ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.130; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 123

Awards and Honors

  • 1958 - საქართველოს სახალხო არტისტი

Share: