Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ გოცირიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1925 წელს. 1923 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში; 1925 წლიდან მუშაობდა მხატვრად თბილისის თეატრებში; 1929 წლიდან იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" დამდგმელი მხატვარი; გააფორმა სპექტაკლები მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრში: "უჩინმაჩინი", "ნატვრისთვალი", "ჩვენი ნაცნობები", "ორი რეკორდი"; თბილისის მოზარ მაყურებელთა ქართულ თეატრში: "რობინ ჰუდი", "სურამის ციხე", "ნაცარქექია", "კომბლე"; ასევე გააფორმა ფილმები: "ბანაკი მთაში" (1930), "უდაბნო" (1932), "უჟმური" (1934), "მდინარის იქით" (1935), "ორი მეგობარი" (1936), "გიორგი სააკაძე" (1943), "დაგვიანებული სასიძო" (1939); მუშაობდა დაზგურ ფერწერასა და გრაფიკაში; სცენოგრაფი, კინოს მხატვარი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.130 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |