Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მაყვალა ქასრაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი 1965 წელს. 1966 წლიდან მოსკოვის დიდი აკადემიური თეატრის სოლისტია; მღეროდა ნიუ-იორკის "მეტროპოლიტენოპერას", ლონდონის "კოვენტგარდენის", მიუნჰენის, სავონლინის, კანადის, ვენის, ჩიკაგოს, ვაშინგტონის, ტოკიოსა და მსოფლიო სხვა საოპერო თეატრების სცენებზე. ასრულებდა პარტიებს ჩაიკოვსკის, რიმსკი-კორსაკოვის, პროკოფიევის, ბიზეს, ვერდის, მასკანის და სხვ. ოპერებში. მისი კამერული რეპერტუარი ძირითადად ჩაიკოვსკისა და რახმანინოვის რომანსებს მოიცავს; თანამშრომლობს სიმფონიურ და კამერულ ორკესტრებთან. ზურაბ სოტკილავასთან ერთად ქუთაისში დააარსა ფესტივალი "საოპერო სცენის ოსტატები" (1984, 1985, 1987). მიღებული აქვს ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსის I პრემია (1964), მონრეალის (კანადა) ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის II პრემია და სპეციალური პრიზი (1973). 2000 წლიდან მოსკოვის დიდი თეატრის საოპერო ჯგუფის მხატვრული ხელმძღვანელია. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ.,1998-1999. - გვ. 325; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.189 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |