შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნესტორ გოცირიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის ზოოტექნიკურ–სავეტერინარო ინსტიტუტი 1935 წელს. 1949 წლიდან იყო მეცხოველეობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; საქართველოს ზოოტექნიკურ–სავეტერინარო სამეცნიერო ინსტიტუტის მეძროხეობისა და ძროხის ხორცის წარმოების ტექნოლოგიის განყოფილების გამგე; 2002-2005წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკური–სავეტერინარო უნივერსიტეტის მეძროხეობისა და ძროხის ხორცის წარმოების ტექნოლოგიის კათედრაზე კონსულტანტ–პროფესორად; სომეხ და აზერბაიჯანელ მეცნიერებთან ერთად გამოიყვანა ძროხის ახალი ჯიში "კავკასიური წაბლა"(1960); მისი ხელმძღვანელობით მომზადდა ქართველ ზოოტექნიკოსთა კადრები; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ზოოტექნიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1985). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.130; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.18 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |