The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნაპოლეონ ქარქაშაძე

ნაპოლეონ ქარქაშაძე
Date of birth:15 May, 1935  (88 years)
Category:Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სასირეთი, კასპის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრო-ეკონომიკური ფაკულტეტი 1959 წელს.

1961-1967წწ. კვლევითი ინსტიტუტი - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1964-1967წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1967-1975წწ. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, კათედრის გამგე; 1983 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, თემა - "სსრ კავშირის ჩაის მეურნეობის ეკონომიკა და მისი განვითარების პერსპექტივები"; 1975-1990წწ. სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის რექტორი; 1990-2004წწ. წლიდან აგრარული უნივერსიტეტის რექტორი; 2004-2005წწ. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, 2005-2012წწ. - ამავე აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველი, 2003 წლიდან - აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში (დაახლოებით 30 ქვეყანაში); სხვადასხვა დროს იყო "იკარდას" თანათავმჯდომარე, უმაღლესი სასოფლო-სამეურნეო განათლების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდიუმის წევრი; მიღებული აქვს "პატენტი" - ლიმონის ახალი ჯიშის
დიოსკურიას"-ს გამოყვანაზე; არის მრავალი სამეცნიერო გამოცემების რედკოლეგიის წევრი (მ.შ "საქართველოს ენციკლოპედიის, რამდენიმე მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს და სამეცნიერო პროექტის მეცნიერ-დოქტორი და რეცენზენტი). აქვს 300- ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 9 მონოგრაფია და 5 სახელმძღვანელო, ბროშურები და სამეცნიერო ხასიათის თეზისები. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო ფორუმებში. 2015 წელს (აკად. ჯ. კაციტაძესთან ერთად) მოიპოვა 3 წლიანი გრანტი. სომხეთისა და აზერბაიჯანის აკადემიების საპატიო პროფესორი, აიოვას უნივესიტეტის საპატიო დოქტორი ქ. აიოვა (აშშ).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ. - 1998-1999. - გვ. 324; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია: gaas.dsl.geწიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.260

Member of Organizations

  • აზერბაიჯანის (ქ. განჯა) აკადემია, საპატიო პროფესორი (2002-)
  • აიოვას (აშშ) უნივერსიტეტი, საპატიო დოქტორი (2000-)
  • იუნესკოს მეცნიერების, მრეწველობის, განათლების და ხელოვნების საერთაშორისო აკადემია (აშშ, კალიფორნია), ნამდვილი წევრი (1996-)
  • რუსეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1997-)
  • სან-ფრანცისკოს საერთაშორისო აკადემია, წევრი (1995-)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1995-)
  • სომხეთის აკადემია, საპატიო პროფესორი (2000-)
  • უმაღლესი სკოლის მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემია, წევრი (1994-)

Awards and Honors

  • 2017 - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელი
  • 2016 - აგრარული ეკონომიკის ექსპერტის წოდება
  • 1995 - ღირსების ორდენი
  • 1985 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1984 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1980 - საპატიო ნიშნის ორდენი

Bibliography


Share: