შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნაპოლეონ ქარქაშაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სასირეთი, კასპის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრო-ეკონომიკური ფაკულტეტი 1959 წელს. 1961-1967წწ. კვლევითი ინსტიტუტი - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1964-1967წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1967-1975წწ. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, კათედრის გამგე; 1983 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, თემა - "სსრ კავშირის ჩაის მეურნეობის ეკონომიკა და მისი განვითარების პერსპექტივები"; 1975-1990წწ. სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის რექტორი; 1990-2004წწ. წლიდან აგრარული უნივერსიტეტის რექტორი; 2004-2005წწ. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, 2005-2012წწ. - ამავე აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველი, 2003 წლიდან - აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში (დაახლოებით 30 ქვეყანაში); სხვადასხვა დროს იყო "იკარდას" თანათავმჯდომარე, უმაღლესი სასოფლო-სამეურნეო განათლების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდიუმის წევრი; მიღებული აქვს "პატენტი" - ლიმონის ახალი ჯიშის წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ. - 1998-1999. - გვ. 324; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია: gaas.dsl.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.260 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |